მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ფულად ჯილდოს მიიღებენ

ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავის აღსანიშნავად, 9 მაისს საქართველოს დედაქალაქსა და ყველა რეგიონში გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, ვაკის პარკში გვირიგვინით შეამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავს და ვეტერანებთან ერთად დაათვალიერებს მეორე მსოფლიო ომის ამსახველ ფოტოგამოფენას.
პრემიერ–მინისტრი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს სადღესასწაულო სადილზე უმასპინძლებს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გადაეცემათ 600 ლარიანი დახმარება, ხოლო მარჩენალდაკარგული ოჯახები 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები