დავით ნარმანია: დემოკრატიულ სახელმწიფოში პროტესტის გამოხატვის საშუალება ყველას აქვს, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი

ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 30 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გასხვისებასთან დაკავშირებით გუშინ გამართულ საპროტესტო აქციას თბილისის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა და მოქალაქეებს შეახსენა, რომ ყველაფერს აქვს ზღვარი.
მისი თქმით, დამოუკიდებელ სახელწმიფოში პროტესტისა და უკმაყოფილების გამოხატვის საშუალება ყველას აქვს.
„დემოკრატიულ სახელმწიფოში პროტესტისა და უკმაყოფილების გამოხატვის საშუალება ყველას აქვს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი. ბუნებრივია რა თქმა უნდა უკმაყოფილო ადამიანები შეიძლება იყვნენ, მთავარია რომ დადგენილი წესით გამოხატონ უკმაყოფილება“,-განაცხადა ნარმანიამ.
მან აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ საკრებულოში მისვლაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, იგი საკრებულოში შოუს სანახავად მისვლას არ აპირებს. როგორც დედაქალაის მერმა განმარტა, საკრებულოში იმ შემთხვევაში მივა თუ მის მისვლას უმრავლესობა მოითხოვს.
„ მე ძალიან მკაფიოდ განვაცხადე და დავაზუსტე ის, რომ კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში და უმრავლესობის მოწვევის შემთხვევაში მივალ საკრებულოში. სხვა შემთხვევაში შოუს სანახავად არ ვაპირებ მისვლას“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები