თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ბოძს შეეჯახა.
ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა,რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება).
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები