დავით ნარმანია ”პანორამა თბილისის” პროექტზე პასუხისმგებლობას იღებს

„პანორამა თბილისი“ ეკოლოგიური და გეგმარებითი თვალსაზრისით პრობლემას არ წარმოადგენს, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „იმედის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა. როგორც მერმა აღნიშნა, ის „პანორამა თბილისზე“ პასუხისმგებლობას პროექტის ავტორებთან ერთად იღებს.
„რასაკვირველია, მეც ავიღე ამ პროექტზე პასუხისმგებლობა. ვხელმძღვანელობ იმ უწყებას, რომელმაც ერთ-ერთი თანხმობა გასცა ამ პროექტთან დაკავშირებით. ჯამში კარგად მახსოვს სულ 180-მდე ხის მოჭრაზე იყო საუბარი „პანორამა თბილისის” პროექტთან დაკავშირებით, მაშინ როცა ინვესტორმა ამავდროულად ვალდებულება აიღო, ათეულობით ათასი ხის დარგვასთან დაკავშირებით. მიმდებარე ტერიტორიაზე იმ სეზონზევე დაიწყეს დარგვის პროცესი. შესაბამისად, ეკოლოგიური თვალსაზრისით ეს პროექტი პრობლემას არ წარმოადგენს, ისევე როგორც პროექტი არ წარმოადგენს პრობლემას გეგმარებითი თვალსაზრისით, რადგან ეს არის შეფენილი პროექტი, ქედის იქით მხარეს არის ძირითადი ნაწილი. ქალაქის ვიზუალთან და მის ასე ვთქვათ, დამახინჯებასთან დაკავშირებით, როგორც ამაზე არაერთი ადამიანი აკეთებს აქცენტს, ასეთ რამეს ადგილი არ ექნება“, – აღნიშნა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები