დავით ნარმანია: ბოტანიკური ბაღის მიერ დათმობილი ტერიტორია კლდოვანი და მეჩხერია

ბოტანიკური ბაღის საზღვრების კორექტირება კანონის სრული დაცვით მოხდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გადანცხადა. ნარმანიამ ეთერში რუკა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ბოტანიკური ბაღის 97 ჰექტარი ტერიტორია 2007 წლიდან დღემდე ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა.
„20 მლნ ლარზე მეტი აქვს ბიძინა ივანიშვილს დახარჯული იმისთვის, რომ ბოტანიკური ბაღი ყოფილიყო იმ სახით, რა სახითაც დღეს არის. ბოტანიკური ბაღისთვის გადაცემული 4 ჰექტარი ტერიტორია გამწვანებულია და იქ საცდელი და კვლევითი მიზნით სხვადასხვა ხეხილია დარგული. სანაცვლოდ ბოტანიკური ბაღის მიერ დათმობილი ტერიტორია კი კლდოვანი და მეჩხერია“,- განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, კომპანია „ფინსერვის“ საკუთრებაში უკვე ჰქონდა 10 ჰექტარი მიწის ფართობი და მის მომიჯნავედ ტერიტორიის გადაცემა მოხდა, რაც „ფინსერვისს“ აწყობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები