“დაიჯერებთ იმას, რომ არც ერთი სატელეფონო ზარი არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან?”

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ბოტანიკურ ბაღში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციები არ ჰქონია.
“თქვენ დაიჯერებთ იმას, რომ არც ერთი სატელეფონო ზარი არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ამ პროექტთან დაკავშირებით? მე გარწმუნებთ ამაში, ისევე როგორც რაიმე სახის კონსულტაციები არ ყოფილა. ჩვეულებრივ, ბიზნეს-ჯგუფი შემოვიდა წინადადებით, დაიწყო განხილვები. ბატონ ბიძინას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის გადარჩენაში და უამრავ ინვესტიცია აქვს ჩადებული იმაში, რაც გადარჩა. იგივე ბოტანიკური ბაღი რომ ავიღოთ, როგორც თბილისის, ასევე ბათუმის”,- აღნიშნა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში დავით ნარმანიამ.
კითხვაზე უშვებთ თუ არა იმას, რომ ვადის ბოლომდე არ იყოს თბილისის მერი, ნარმანიამ აღნიშნა, რომ ის მსგავს შემთხვევას არ უშვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები