მიხეილ გიორგაძე სახელმწიფო სტრუქტურებს მოუწოდებს, შეისწავლონ ყველა საკითხი, რაც მის მიერ თანხების ხარჯვას უკავშირდება

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სახელმწიფო სტრუქტურებს მოუწოდებს, შეისწავლონ ყველა ის საკითხი, რაც ბოლო პერიოდში თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით მის მიმართ მითქმა-მოთქმის საგანი გახდა. ამის შესახებ გიორგაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი და მისი გუნდის მიმართ მიმდინარე „დისკრედიტაციის კამპანიის შესახებ” ისაუბრა.
„არაერთხელ ყველა შეკითხვაზე ყველანაირ ფორმატში მე ამომწურავი პასუხი მაქვს გაცემული. მიუხედავად ამისა, ამ საკითხებთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა გრძელდება. იმისთვის, რომ ნათელი მოეფინოს ყველა ამ საკითხს, მე მინდა მოვუწოდო სახელმწიფო სტრუქტურებს შეისწავლონ ყველა ეს საკითხი და წერტილი დაესვას ამ თემას“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები