დავით ნარმანია გამგებლების გადადგომასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

თბილისის მერი დავით ნარმანია სამგორისა და გლდანის გამგებლების თანამდებობიდან გადადგომის ფაქტს შიდა საკადრო გადაადგილებებს უკავშირებს.
„ორივე შემთხვევაში გამგებლების გადადგომა დაკავშირებულია შიდა საკადრო გადადგილებასთან და, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული არაფერი ხდება“, – განმარტა მერმა ჟურნალსიტებთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ სამგორისა და გლდანის რაიონების ყოფილი გამგებლები – მამუკა ჩოქური და ბესიკ ქარცივაძე თანამდებობიდან გადადგნენ. მათი განცხადებით, ისინი მერიაში სხვა თანამდებობაზე გადაინაცვლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები