სამგორისა და გლდანის ყოფილი გამგებლები მუშაობას კვლავ თბილისის მერიაში გააგრძელებენ

სამგორისა და გლდანის რაიონების ყოფილი გამგებლები – მამუკა ჩოქური და ბესიკ ქარცივაძე აცხადებენ, რომ თანამდებობიდან პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვეს. მამუკა ჩოქური გუშინ გვიან ღამით თურქეთში გაემგზავრა. ყოფილი გამგებლის განცხადებით, რა თანამდებობას დაიკავებს ის მერიაში, მისი დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი.
„არაფერი განსაკუთრებული მიზეზი. ერთი თანამდებობიდან გადავდივარ მეორეზე. ერთი თვეა, ამაზე მიდის მუშობა და ვინაიდან ქვეყნიდან გავდიოდი, გადავწყვიტე, სანამ წავიდოდი, ეს გადაწყვეტილება მიგვეღო“, – აცხადებს ჩოქური.
რაც შეეხება გლდანის გამგებელს, როგორც ბესიკ ქარცივაძე „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, ის მუშაობას მერიის ცენტრალურ აპარატში გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები