გლდანის რაიონის გამგებელმა თანამდებობა დატოვა

გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია “კვირას“ თავად ბესიკ ქარცივაძემ დაუდასტურა.
როგორც ქარცივაძემ განაცხადა, ის მერიაში განაგრძობს მუშაობას.
“ვადასტურებ, რომ დავტოვე გამგებლის თანამდებობა, გადავედი სხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე მერიაში“, – განუცხადა “კვირას“ ბესიკ ქარცივაძემ. თუმცა, მან არ ისურვა დაკონკრეტება მერიის რომელ სამსახურში გააგრძელებს მუშაობას.
არსებული ინფორმაციით, თანამდებობა დატოვა სამგორის რაიონის გამგებელმა მამუკა ჩოქურმაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები