სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2016 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის გეგმა 94%-ით შესრულდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიში წარუდგინა.

ნოდარ კერესელიძის განცხადებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2016 წლის დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტი შეადგენს 321 350.0 ათას ლარს, აქედან პირველი კვარტლის გეგმა – 74 192.0 ათასი ლარია. ათვისებამ შეადგინა 69 402,7 ათასი ლარი, რაც პირველი კვარტლის დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებაში 94%-ია.

მინისტრის პირველმა მოადგილემ დეტალურად განიხილა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ განხორციელებული პროექტების მიმდინარეობა.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები