შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შს სამინისტრო საერთაშორისო მარათონთან დაკავშირებით, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში 2016 წლის 8 მაისს უნდა გაიმართოს, განცხადებას ავრცელებს.
„შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და კახეთის პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ საერთაშორისო მარათონთან – „მსოფლიო რბენა“ დაკავშირებით, 2016 წლის, 8 მაისს, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, კახეთში, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის მოძრაობა შეიზღუდება. შსს-ს საპატრულო პოლიციამ მარათონის მონაწილეთა და სტუმრების ავტომანქანების პარკირებისთვის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ადგილი გამოყო“< – ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები