რობოტმა-ქირურგმა აშშ-ში პირველად ჩაატარა ოპერაცია რბილ ქსოვილებზე (ვიდეო)

ამერიკულმა ავტომატურმა რობოტმა პირველად ისტორიაში ადამიანის ორგანიზმის რბილ ქსოვილებზე ოპერაცია ჩაატარა. ამის შესახებ გამოცემა Science News იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, რობოტმა ოპერაცია ადამიანის კუჭზე ჩაატარა. ქირურგი – რობოტების მთავარი პრობლემა მათი „ხედვის ორგანოები“ იყო, რომლის დახმარებითაც მათ ადამიანის სხვადასხვა ორგანოს შორის ზღვარი უნდა დაადგინონ. აქამდე ეს ვერ ხერხდებოდა.
კომპანია STAR-მა ეს პრობლემა ნაწილობრივ მოაგვარა ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში ფლუორესცენციის და პლენოპტიკური ვიზუალიზაციის ხარჯზე. ის სამგანზომილებიან გამოსახულებას ქმნის, რაც რამდენიმე ვიდეოკამერიდან მიღებული სიგნალით ხდება. მოძრაობებზე მაქსიმალური კონტროლისთვის STAR-ი იყენებს სპეციალურ მანიპულატორს რვა სხვადასხვა რეჟიმში. ადამიანის კონტროლის ქვეშ STAR-მა ნაწლავების ანასტომოზი გააკეთა. შედეგი თითქმის ისეთივე იყო, როგორც ცოცხალი ქირურგის შემთხვევაში, მაგრამ რობოტმა ოპერციაზე ხუთჯერ მეტი დრო დახარჯა, ვიდრე ადამიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები