ჩინეთში ბავშვი დაიბადა, რომელსაც 31 თითი აქვს
ჩინეთის ხუნანის პროვინციაში ბავშვი დაიბადა, რომელსაც ხელებზე 15 თითი აქვს, ხოლო ფეხებზე – 16.
„სი-ენ-ენის“ ინფორმაციით, ბავშვს ოთხი ხელისგული აქვს და დიდი თითები არ გააჩნია. აღსანიშნავია, რომ ახალშობილის დედაც პოლიდაქტილურია. მას ფეხებსა და ხელებზე 6 თითი აქვს. ახლა ბავშვის მშობლები 30 ათასი დოლარის შეგროვებას ცდილობენ, რათა ბავშვს ოპერაცია გაუკეთონ. ახალშობილს დიდი თითები უნდა შეუქმნან, ვინაიდან მათ გარეშე ადამიანის სრულფასოვანი განვითარება შეუძლებელია. პოლიდაქტილია საკმაოდ გავრცელებული გადახრაა ახალშობილებში, ის 5 ათასიდან ერთ ბავშვს უფიქსირდება. როგორც წესი, ზედმეტ თითებს ბავშვებს ჯერ კიდევ პატარაობაში აჭრიან.