თინა ხიდაშელი: სიმართლე გითხრათ, არ მესმის, საერთოდ, რაზე ვკამათობთ

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს იმედი აქვს, რომ არჩევნების თარიღის გამოცხადებასთან დაკავშირებით უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები გაიმართება.
თინა ხიდაშელის განცხადებით, საარჩევნო კამპანია ზუსტად ისე უნდა დაიწყოს, როგორც ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.
„კანონს არა აქვს არავითარი საიდუმლოება და ფარული მუხლები, ამიტომ მე საერთოდ არ მესმის, აქ დავა რაზეა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კონსულტაციები შედგება, წარმატებით დასრულდება და ეს წარმოუდგენელი სპეკულაცია არარსებულ თემაზე, არარსებულ დავაზე დასრულდება. პოლიტიკური პარტიები მუდმივად საარჩევნო კამპანიის რეჟიმში არიან, იმის მიუხედავად, არჩევნების თარიღი გამოცხადებულია თუ არა, პარტიას, რომელიც არჩევნებისთვის მზადებას იმ დღიდან იწყებს, რა დღესაც მას გამოუცხადებენ, რომ ზეგ არჩევნებია, არანაირი წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეს. სიმართლე გითხრათ, არ მესმის, საერთოდ რაზე ვკამათობთ”,- განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები