საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას იწყებს. კერძოდ, საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დაახლოებით, 5-დან 6%-მდე შემცირება იგეგმება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე – პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გასულ კვირაში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც გაცხადდა, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის საჭიროება არ არსებობს.
”ნელ-ნელა ვიწყებთ მონეტარული პოლიტიკის შერბილებას. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალოვადიან პერიოდში დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით, 5-დან 6%-მდე შემცირდება, თუმცა შემცირების სიჩქარე დამოკიდებული იქნება სხვადასხვა ფაქტორზე, რომელიც ინფლაციის მოლოდინებსა და მომავალ ინფლაციაზე გავლენას ახდენეს”, – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა. მისივე განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იყო პასუხი ინფლაციის გაზრდილ მოლოდინებზე.
”იქედან გამომდინარე, რომ ინფლაციის მოლოდინები მცირდება, აღარ არის საჭირო ასე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება და ამას ვამცირებთ. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებებს ვიღებთ საპროგნოზო ინფლაციაზე დაყრდნობით”, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები