გიგლა აგულაშვილი პარლამენტში მისვლას არ აპირებს – მხარს ვერ დავუჭერ სანახაობაში სამინისტროს მონაწილეობას
თბილისის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის გასხვისების საკითხზე სასაუბროდ გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი პარლამენტში მისვლას არ აპირებს.
როგორც ჟურნალისტებთან თემის კომენტარებისას მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული საკითხი მის კომპეტენციაში არ შედის.
მისივე თქმით, იგი სანახობაში სამინისტროს მონაწილეობას მხარს არ დაუჭერს.
„ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით მე კომენტარს არ ვაკეთებ. ეს არ არის ჩემი კომპეტენცია.
რატომ უნდა მივიდე?! ჩემი პოზიცია ნათელია. მე მხარს ვერ დავუჭერ სანახაობაში სამინისტროს მონაწილეობას. სამინისტრო მზად არის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველა კითხვას პასუხი გასცეს“, – განმარტა აგულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 30 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გასხვისების საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის მისვლას მოითხოვს.