ეკონომიკის მინისტრი ზაფხულის განმავლობაში ლარის გამყარებას პროგნოზირებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის პროგნოზით, ზაფხულის და შემოდგომის განმავლობაში ლარი გამყარდება.
მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკი ფრთხილად ეკიდება ლარის კურსის გამაყარებას, რათა ზედმეტი რყევები არ მოხდეს.
„მთელი ზაფხულის და შემოდგომის განმავლობაში ლარი აუცილებლად გამყარდება. ყველა წინაპირობა გვაქვს როგორც ფუნდამენტში, ისე განწყობების ნაწილში. რაც შეეხება კონცერტებს და პროგრამა check in georgia-ს, მოგეხსენებათ, რომ ეს არის 35 ფესტივალი. ეს მოქმედებს როგორც საერთაშორისო ტურიზმის, ასევე შიდა ტურიზმის განვითარებაზე. პრაქტიკულად, ყველა ჩვენი საერთაშორისო სარეკლამო კამპანია აგებულია აღნიშნულ პროექტზე, რადგან ეს არის მართლაც ისეთი პროექტი, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველოში გარდა იმ ბუნებრივი და კლიმატური სიკეთისა, რომელიც ქვეყანას აქვს, როგორც ტურისტულად მიმზიდველ ქვეყანას, ყოველთვის რაღაცა ხდება და ყოველთვის შეგიძლიათ, ისიამოვნოთ ღონისძიებებით“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.