გიორგი ალიბეგაშვილი: ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ გაყიდული მიწა „პანორამა თბილისის“ პროექტზე მიბმული არ არის

ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 30 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გაყიდვის ფაქტს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი „პანორამა თბილისის“ პროექტზე მიბმული არ არის.
მისი განმარტებით, ქალაქს განვითარება სჭირდება და აღნიშნულ საკითხს ქალაქის განვითარების კუთხით უნდა შევხედოთ.
„ქალაქს სჭირდება განვითარება, ამიტომ უნდა შევხედოთ ჩვენ ქალაქის განვითარების კუთხით და, ამავე დროს, კანონიერების ფარგლებში უნდა ვიმოქმედოთ. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა.
რაც შეეხება ამ მონაკვეთზე გზის გაყვანას, არაფერი დაბრკოლების წინაშე არ დგას. აუცილებლად უნდა გაკეთდეს, იმიტომ, რომ ეს ქალაქის განვითარებამ მოითხოვა და „პანორამა თბილისის“ პროექტზე არ არის მიბმული“, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო სექტორი ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 30 ჰექტარი მიწის გაყიდვას „პანორამა თბილისის“ პროექტს უკავშირებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები