მეცნიერებმა სამი პლანეტა აღმოაჩინეს, სადაც შეიძლება სიცოცხლე არსებობდეს
მეცნიერებმა მზის სისტემის სიახლოვეს სამი პლანეტა აღმოაჩინეს, რომლებზეც შეიძლება სიცოცხლე არსებობდეს. ჟურნალ Nature-ის ცნობით, ეს პლანეტები „გაყინული ჯუჯა ვარსკვლავის“ გარშემო ტრიალებენ და მათი ზომა დაახლოებით დედამიწის ან ვენერის ზომას უდრის. ვარსკვლავის სისტემა სახელწოდებით TRAPPIST-1 დედამიწიდან 40 შუქის წელიწადით არის დაშორებული. ახლა ასტრონომები თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ამ პლანეტების ატმოსფეროს შესწავლას აპირებენ.