თბილისში მამაკაცი ნაღმზე აფეთქდა

თბილისში, შუახნის ასაკის მამაკაცი ნაღმზე აფეთქდა. შემთხვევა ზაჰესის დასახლებაში მოხდა. აღნიშნული ტერიტორია, ყოფილი სამხედრო ნაწილს ეკუთვნოდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ჯართს აგროვებდა.
არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომ მამაკაცი ნაღმზე სწორედ მაშინ აფეთქდა, როდესაც იგი საკუთარ ნაკვეთს ამუშავებდა.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 117 მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები