ნატო რუსეთის საზღვართან დამატებით 4 ათას სამხედროს გააგზავნის

ნატო პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში რუსეთთან საზღვრის გასამაგრებლად დამატებით 4 ათას სამხედროს გააგზავნის.
ამის შესახებ Wall Street Journal ამერიკელ მარალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, კონტინგენტის ნახევარს აშშ-ის სამხედროები შეადგენენ, ხოლო დანარჩენს – გერმანელები და ბრიტანელები.
როგორც გამოცემას აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რობერტ უორკმა განუცხადა, ეს გეგმა ბალტიის ქვეყნებთან ახლოს რუსეთის მზარდი სამხედრო აქტივობით არის გამოწვეული.
„რუსებმა ბალტიის ქვეყნების საზღვართან ახლოს რამდენიმე მოულოდნელი წვრთნა ჩაატარეს, რომლებშიც დიდი რაოდენობით სამხედროები და ტექნიკა მონაწილეობდა. ჩვენი აზრით, ეს ძალზე პროვოკაციული ქმედებებია“ – განაცხადა უორკმა.
თავის მხრივ, რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ წვრთნების ჩატარება მის საზღვართან ნატოს ძალების ზრდას და მოსკოვის მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები