სიასამურმა დიდი ადრონული კოლაიდერი გათიშა
დიდი ადრონული კოლაიდერი – დამუხტული ნაწილაკების მსოფლიოს უდიდესი ამჩქარებელი მოწყობილობა მას შემდეგ გაითიშა, რაც მისი კვების ბლოკში სიასამური მოხვდა.
ინციდენტის შედეგად, ცხოველი დაიღუპა, თავად კოლაიდერში მან ვერ შეაღწია.
ევროპის ბირთვული კვლევის ორგანიზაციის (CERN)-ის წარმომადგენელმა არნო მარსოლიემ „ბი-ბი-სის“ განუცხადა, რომ დაზიანების აღმოსაფხვრელად რამდენიმე დღე იქნება საჭირო. მისი ტქმით, ინციდენტში არაფერია გასაკვირი, ვინაიდან კოლაიდერი შვეიცარიის ტყეშია განთავსებული.
მსგავსი შემთხვევები დიდ ადრონულ კოლაიდერში ადრეც მომხდარა. 2009 წელს ის ერთ-ერთ ბლოკში ფრინველის მოხვედრის შედეგად გაითიშა.
დიდი ადრონული კოლაიდერის მეშვეობით მეცნიერები სამყაროს ფორმირების საიდუმლოს დადგენას ცდილობენ.