„პრემიერის აშშ-ში ვიზიტი მრავალმხრივ მესიჯებს შეიცავდა“

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის რომან კაკულიას განცხადებით, პრემიერის აშშ-ში ვიზიტი მრავალხმრივ მესიჯებს შეიცავდა.
„პრემიერის აშშ-ში გამართული შეხვედრები მნიშვნელოვანია. ძირითად სამ შემადგენელს გამოვყოფდი – საგარეო პოლიტიკური, ეკონომიკური და ასევე შიდა პოლიტიკური. გაკეთდა მნიშვნელოვანი გზავნილები.
როდესაც მხოლდ ოთხი თვეა გასული, რაც გიორგი კვირიკაშვილო პრემიერია და ხდება ასეთ დონეზე დაფიქსირება იმისა, რომ ხარისხი და პრიორიტეტები ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის მომავაზე ორიენტირებული და გაღრმავებისკენ არის მოწოდებული, ცხადია, ეს მნიშვენლოვანია. როგორც პოლიტიკური გზავნილი, ეს ძალიან დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს“, – განაცხადა რომან კაკულიამ. ეკონომიკურ ნაწილს რაც შეეხება, კაკულიას თქმით, ისეთ ქალაქებში შეხვედრა, რომელიც ქმნიან ამერიკის პოლიტიკისა და ეკონომიკის ფონს, (ასევე ბიზნეს წერეებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვდერა) ცხადია, მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოსთვის ყველაზე დიდი გამოწვევა არის თავისუფალი ვაჭრობის ევროპასთან განხორციელება და ეს არ განხორციელდება წარმატებით, თუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ იქნა მოზიდული. „მნიშვნელოვანია ის, რომ პრემიერმა პირადად დააფიქსირა ის უპირატესობები, რაც საქართველოს, ამ კუთხით გააჩნია.
მესიჯი პრემიერისგან, რომ ბიზნესგარემო მიმზიდველია, ინვესტიციების ჩადების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ამას ამბობენ იმ ქვეყნის ბიზნესწარმომადგენლები, რომლებთანაც შენ მიბმული ხარ უსაფრთოხოების საკითხებით, ამას დამატებითი დატვირთვა ენიჭება. განცხადებებში ამოვიკითხე, რომ დაინტერესება იყო ბიზნესგარემოს კუთხით და ასევე იყო შეკითხვები სტაბილურობასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამ რთული რეგიონალური გამოწვევებისა, ჩვენ დავარწმუნეთ ისინი, რომ შევძელით იმ გარემოს ფორმირება, სადაც ეს ინვესტიციები უნდა განხორციელდეს. ეს თანხვედრაშია ამ მთავრობის პოლიტიკასთან, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება წინა მთავრობისგან. მაგალითად, დაბალანსების პოლიტიკა არის ჩვენი მთავრობის მთავარი ხედვა“, – განაცხადა კაკულიამ. მისი თქმით, პრემიერის აშშ-ში ვიზიტი მრავალხმრივ მესიჯებს შეიცავდა. “ ამ ვიზიტის, შეხვედრების მესამე შემადგენელი ნაწილი გახლავთ შიდა პოლიტიკა. ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, თუ როგორია ჩვენი საგარეო კურსი, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან ორიენტაცია, როგორია პერსპექტივა თავისუფალი ვაჭრობის შემთხვევაში, ასევე ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, მნიშვნელოვანი გზავნილები გაკეთდა, რითაც მოსახლეობას აქვს საშუალება საარჩევნო პროცესისას წინასწარი ორიენტირება გააკეთოს. ეს ვიზიტი ძალიან მრავალხმრივი მესიჯების მატარებელი იყო“, – განაცხადა კაკულიამ.
მისივე თქმით, ბიზნესის თვალსაზრისით საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა იმდენად საინტერესოა, რომ ქვეყნაში კორუფციის ასეთი დაბალ მაჩვენებელს, სამაგალითო შეიძლება ეწოდოს. „ამას ემატება მთელი რიგი რეფორმები ბიზნესის წარმოების სიმარტივით, საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებით და ა.შ. ჩვენი მთავრობის პოლიტიკა დაბალანსებაზეა მიმართული, რადგან ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობის განცდა“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები