ჩინეთი 2036 წლამდე მთვარეზე ადამიანის გაგზავნას აპირებს

2036 წლამდე ჩინეთი მთვარეზე ასტრონავტების გაგზავნას აპირებს. ამის შესახებ გამოცემა China Daily იუწყება.
როგორც გამოცემას ჩინეთის კოსმოსური ტექნოლოგიების აკადემიის თანამშრომელმა პან ჯიჰაომ შეატყობინა, ამ მიზნის მისაღწევად ჩინეთს მძიმე რაკეტის, პილოტირებული კოსმოსური ხომალდის და ასტრონავტებისთვის სკაფანდრის გამოგონება დასჭირდება. 2017 წელს ჩინეთი მთვარეზე უპილოტო კოსმოსური ხომალდის „ჩანე-5“-ის გაშვებას გეგმავს. ის მთვარეზე უნდა დაფრინდეს და გრუნტის ნიმუშები დედამიწაზე ჩამოიტანოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები