საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი რუსეთისგან მოითხოვენ, უკრაინას ყირიმი დაუბრუნოს

დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ყირიმის ნახევარკუნძულზე უკრაინის კონტროლის აღდგენას მოითხოვენ. ყირიმი რუსეთის მიერ 2014 წლიდან არის ოკუპირებული. ოფიციალური ლონდონის და პარიზის წარმომადგენელთა განცხადებები გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაჟღერდა.
კერძოდ, გაეროში დიდი ბრიტანეთის ელჩმა მეთიუ რიქფორტმა განაცხადა, რომ ყირიმის ოკუპაცია იყო საერთაშორისო ნორმების დარღვევა და ეს მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს.
„ჩვენი პოზიცია უცვლელია და ის მომავალშიც არ შეიცვლება. რუსეთმა ყირიმი უკრაინას უნდა დაუბრუნოს. ვიდრე ის ამას არ გააკეთებს, მოსკოვი ამ გადაწყვეტილების შედეგს მუდმივად იგრძნობს საკუთარ თავზე“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა.
რიქფორტმა ეკონომიკური სანქციები იგულისხმა, რომელიც დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ დაუწესეს. დიდი ბრიტანეთის ელჩმა აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დაძაბვაში ასევე რუსეთი დაადანაშაულა, რომელიც სეპარატისტებს იარაღით ამარაგებს. თავის მხრივ, საფრანგეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ფრანსუა დელატრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მიზანია უკრაინისთვის საერთაშორისოდ აღიარებული ყველა ტერიტორიის დაბრუნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები