აშშ-ში რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს

ქალაქ სან- ბერნარდინოში მომხდარი ტერაქტის საქმეზე აშშ-ში გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა სამი ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის რუსეთის ორი მოქალაქე ქალია. ამერიკელი სამართალდამცველები ორ ქალს ფიქტიური ქორწინების გაფორმებაში, დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებენ.
ამის შესახებ Los Angeles Times-ი იუწყება. დაკავებული ქალების სახელებია – ტატიანა ფარუკი და მარია ჩერნიხი. ჩენნიხს ენრიკე მარკეზთან ფიქტიური ქორწინების გაფორმებაში ადანაშაულებენ. მარკეზი სან-ბერნარდინოში 2015 წლის დეკემბერში მომხდარ ტერაქტთან არის დაკავშირებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მარია ჩერნიხს 25-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები