ზურაბ აბაშიძე IRI-კვლევებზე: ”აღდგომა და ხვალეო” – იქნება არჩევნები

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე IRI-ის კვლევების შედეგებს პესიმისტურად უყურებს.
”მე ძალიან პესიმიტურად ვუყურებ ამ პროგნოზებს. როგორც იტყვიან – ,,აღდგომა და ხვალეო”, აგერ, იქნება არჩევნები”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების შედეგების თანახმად, მომდევნო კვირას რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს, გამოკითხულთა 20% ხმას „ქართულ ოცნებას“, 19% კი – „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, რესპონდენტთა 13% დაუჭერდა მხარს – „თავისუფალ დემოკრატებს“, 8% -„ლეიბორისტულ პარტიას“, 4% – „პატრიოტთა ალიანსს“, 3% – „გაერთიანებული დემოკრატიულ მოძრაობას“, 15% კი არც ერთს.
ამასთან, გამოკითხულთა 31 % არასოდეს მისცემდა ხმას „ქართულ ოცენებას“, 25% – „ერთიან ნაციონალურ მოძროაბას“, 10% – „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“, 8% – „მწვანეთა პარტიას“, 5% – „პატრიოტთა ალიანსს“, 5% – „ლეიბორისტულ პარტიას“, 3% – „სოციალ დემოკრატებს“, 3% – „თავისუფალ საქართველოს“, 2% -2 % კი „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „ახალ მემარჯვენეებს“.
გამოკითხვის ფარგლებში 12 მარტიდან 2 აპრილის პერიოდში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარდა საქართველოს ყველა დანარჩენ რეგიონში 1500 რესპონდენტი გამოიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები