გოგა ხაინდრავა: სააკაშვილი საქართველოში ცხვირს არასოდეს შემოჰყოფს

არეულობის მოწყობა საქართველოში “ნაციონალური მოძრაობის” სიზმარია, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
არეულობა “ნაციონალური მოძრაობის” სიზმარია. მაიდანს ხალხი აწყობს და არა პოლიტიკური ორგანიზაცია. ამიტომ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” რამდენიც არ უნდა ირბინოს, ქართული საზოგადოება, მათ არ აჰყვება – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, მაიდანმა უკრაინა დაანგრია და თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველოში “ნაციონალების” გარდა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის დანგრევაზე ოცნებობენ, ძალიან დიდ შეცდომაშია შეყვანილი.
“სააკაშვილი რომელი ოლქის გუბერნატორიც არის, იქ ვერ აკეთებს ვერაფერს. აქ იყო, სრული ძალაუფლება ჰქონდა და რითაც დაამთავრა და ქართველმა ხალხმა როგორც გააპანღურა, ყველამ ვნახეთ. სააკაშვილი საქართველოში ცხვირს არასოდეს შემოჰყოფს. რისი ჩამომსვლელი და გადამტრიალებელია?! ამ ფარჩაკებმა რა მაიდანი უნდა მოაწყონ?!” – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები