YouTube ახალი ტიპის რეკლამის ტესტირებას ახდენს

ვიდეოჰოსტინგი YouTube ახალი ტიპის რეკლამის ტესტირებას ახდენს. ამ ეტაპზე ის მხოლოდ სერვისის მობილურ ვერსიებს შეეხება. აქ უახლოეს მომავალში 6-წამიანი ვიდეორგოლები გაჩნდება, რომელთა გათიშვა შეუძლებელი იქნება.
კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ახალი ტიპის რეკლამის დემონსტრირება, რომლის სახელწოდებაა Bumper, მაისში დაიწყება. YouTube-ის ხელმძღვანელობის აზრით, ის ვიდეოს წინ ჩაირთვება და იქ „ორგანულად ჩაჯდება“. გრძელი სარეკლამო ბლოკები ასევე იარსებებს, მაგრამ მათი გათიშვა 5 წამის შემდეგ შესაძლებელი იქნება, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. YouTube-ის მენეჯერმა ზაკ ლუპეიმ განაცხადა, რომ ახალი ფორმატის რეკლამის დემონსტრირება მაისში დაიწყება და რეკლამის განთავსების მსურველები მის შეძენას ჩვეულებრივი მარკეტინგული არხით შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები