„მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შემთხვევაში, პარტიული სიები, ძირითადად, თბილისელებით დაკომპლექტდება“

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური მაჟორიტარული სისტემის გაუქმების წინააღმდეგია. დეპუტატის თქმით, აღნიშნული სისტემით სიების დაკომპლექტება, ძირითადად, თბილისელებით მოხდება და პარლამენტში ნაკლებად იქნება რეგიონების წარმომადგენლობა.
”მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების, რამეთუ ეს გამოიწვევს მთლიანად პოლიტიკური ცენტრის თბილისში გადმოსვლას და, ფაქტობრივად, ძირითადად, თბილისელებით მოხდება პარტიული სიების დაკომპლექტება. პარლამენტში ნაკლებად იქნება რეგიონების წარმომადგენლობა ასახული. მიუხედავად ამისა, მე მაინც მგონია, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს მათ ინიციატივას. რამდენად საკმარისი იქნება ეს მხარდაჭერა, ვერ გეტყვით”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები