„ბოტანიკური ბაღისთვის გაცილებით უფრო ეფექტიანი იქნება ის ტერიტორია, რომელიც მას კერძო კომპანიამ გაუცვალა”

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა შორენა ბუხრაშვილმა პორტალ „კვირაში“ ამ რამდენიმე დღის წინ ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, ბოტანიკური ბაღისთვის, გაცილებით უფრო ეფექტიანი იქნება ის ტერიტორია, რომელიც მას კერძო კომპანიამ გაუცვალა.
„დიახ, ბოტანიკური ბაღის „წითელ ხაზებში“ არსებული 4 ჰექტარი მიწის ტერიტორია გაეცვალა ერთ-ერთ კერძო კომპანიას, ტერიტორია, რომელიც კერძო საკუთრებაშია, 2007 წელს გასხვისდა და ის არ წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ტერიტორიას. თუმცა ბოტანიკური ბაღი ამ სტატუსის მატარებელია.
მეცნიერების და ექსპერტების დასკვნის შედეგად, მოხდა ამ ტერიტორიების გაცვლა. გადაწყვეტილება სპონტანურად არავის მიუღია. მეცნიერებმა ჩათვალეს, რომ ბოტანიკური ბაღისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის ტერიტორია, რომელიც გაიცვალა. იქ ჩადებულია ინვესტიცია. მოწესრიგებულია სარწყავი სისტემები. როგორც სამეცნიერო თვალსაზრისით, ასევე ტურისტული თვალსაზრისით გაცილებით უფრო ეფექტიანი იქნება ტერიტორია, რომელიც კერძო კომპანიამ ბოტანიკურ ბაღს გაუცვალა“,- განაცხადა ბუხრაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები