რუსეთში გამოკითხულთა ნახევარზე მეტს „პანამის სკანდალზე“ არაფერი გაუგია

რუსეთში „ლევადა ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ მსოფლიოში გახმაურებული „პანამის სკანდალის“ შესახებ რუსეთის მოსახლეობის 56%-ს არაფერი გაუგია. 29%-მა განაცხადა, რომ მათ ეს თემა არ აინტერესებთ.
„პანამის დოკუმენტების“ შესახებ ინფორმაცია გამოკითხულთა 14%-ს აქვს. ამასთან, იმ რესპონდენტებიდან, ვისაც „პანამის სკანდალის“ შესახებ ინფორმაცია აქვს, ნახევარმა განაცხადა, რომ მათთვის ვლადიმერ პუტინისა და მისი მეგობრების შესახებ ოფშორულ ანგარიშებზე ინფორმაცია მოულოდნელი არ ყოფილა. „ლევადა ცენტრის“ მიერ გამოკითხულთა 34%-ს მიაჩნია, რომ „პანამის დოკუმენტები“ პირადად ვლადიმერ პუტინის დისკრედიტაციისთვის გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები