თურქეთის დასავლეთ ნაწილში აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

თურქეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ბურსაში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ტელეარხი NTV იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, აფეთქება ულუ ჯამის ისტორიული მეჩეთის სიახლოვეს მოხდა. აფეთქების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები