„ისლამური სახელმწიფო“ თურქეთის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ტერაქტს ამზადებდა

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ თურქეთის პრემიერ-მინისტრის, აჰმედ დავუთოღლუს წინააღმდეგ ტერორისტულ აქტს ამზადებდა. ამის შესახებ გაზეთი Milliyet-ი წერს. თურქეთის სამართალდამცველი ორგანოების ინფორმაციით, კონიის პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ ცხრა წევრი, მათ შორის ერთი ქალია დაკავებული. „ბოევიკების“ დაკითხვისას გაირკვა, რომ ისინი ტერაქტის მოწყობას გასულ კვირას კონიის პროვინციაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს გეგმავდნენ, მაგრამ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების გამო იმ მოედანზე ვერ მოხვდნენ, სადაც დავუთოღლუ სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები