უკრაინაში ბუნებრივი აირის ერთიანი ტარიფი დაწესდება

უკრაინის მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ერთიანი ტარიფი დაწესდება. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა განაცხადა.
„ჩვენ უნდა მივიღოთ რთული, მაგრამ ქვეყნისთვის აუცილებელი გადაწყვეტილება და ბუნებრივ აირზე ერთიანი ტარიფი დავაწესოთ. ამ საკითხს წერტილი უნდა დავუსვათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენს ქვეყანაში გაზის საფასურის ბოლო ცვლილება იქნება“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, გაზის ზღვრული საფასური 6 879 გრივნა იქნება. გროისმანის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება აუცილებელია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობისთვის და ბუნებრივი აირის ბაზარზე კორუფციის საბოლოოდ დასამარცხებლად. გროისმანმა ასევე განაცხადა, რომ ის ადამიანები, ვინც გაზის საფასურის გადახდას ვერ შეძლებენ, სახელმწიფოსგან სუბსიდიებს მიიღებენ. „ბი-ბი-სის“ ცნობით, 2016 წლის მეორე კვარტალში უკრაინისთვის რუსული ბუნებრივი აირის საფასური ათას კუბომეტრში 180 აშშ დოლარი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები