აშშ საკუთარ მოქალაქეებს თურქეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეები თურქეთში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ გააფრთხილა. ამის თაობაზე სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება. თურქეთში აშშ-ის საელჩოს საიტზე გამოქვეყნებულია განცხადება, რომ ვაშინგტონი კვლავ იღებს ინფორმაციას თურქეთის საკურორტო ქალაქებში მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ. საელჩო სთხოვს ტურისტებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უფრო ყურადღებით იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები