იემენში „ალ-ქაიდას“ სამი ლიდერი გაანადგურეს

ტერორისტული დაჯგუფება „ალ ქაიდას“ სამი ლიდერი გაანადგურა ამერიკულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა – იემენის აბიანის პროვინციაში, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. ამის შესახებ სააგენტო „სინჰუა“ იუწყება.
ტერორისტები ქალაქ ზინჯიბართან იმ დროს გაანადგურეს, როდესაც ისინი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. ესპანური სააგენტო Efe-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი ლიკვიდირებული ტერორისტი „ალ-ქაიდას“იემენის რგოლის მთავარი ფინანსისტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები