იური ჩაიკა – გასულ წელს რუსეთის ციხეებში ოთხი ათასამდე პატიმარი გარდაიცვალა

2015 წელს რუსეთის ციხეებში ოთხი ათასამდე პატიმარი გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსეთის გენერალურმა პროკურორმა, იური ჩაიკამ განაცხადა. მისი თქმით, ყველაზე მეტი პატიმარი ცუდი სამედიცინო მომსახურების გამო დაიღუპა.
ჩაიკას განცხადებით, უზარმაზარი რისკის ქვეშ არიან შიდსით ინფიცირებული პაციენტები.
„ამჟამად იზოლაციის ადგილებში ამ ვირუსით დაავადებული 62 ათასი ადამიანი იმყოფება. მათ მხოლოდ სახელმწიფო შეიძლება დაეხმაროს“, – აცხადებს რუსეთის გენერალური პროკურორი.
რუსეთის გენერალური პროკურორის თქმით, რუსეთის ციხეებში ხშირად ირღვევა რეჟიმი, ასევე არის რეგიონები, სადაც ციხეები გადაჭედილია. მისი ინფორმაციით, პატიმრები რეგულარულად ჩივიან მათი უფლებების დარღვევაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები