გერმანიის დაზვერვის უფროსი გერჰარდ შინდლერი თანამდებობას ტოვებს

გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის უფროსმა გერჰარდ შინდლერმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერის ადმინისტრაცია იუწყება. გერმანული მედიის ინფორმაციით, შინდლერს ამ პოსტზე ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი ბრუნო კალი შეცვლის. შინდლერის გადადგომის ოფიციალური მიზეზი არ სახელდება. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ბოლოს მისი სახელი სკანდალთან დაკავშირებით ფიგურირებდა. დაახლოებით ერთი წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანული დაზვერვა აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს თხოვნით მეზობელ ევროპულ ქვეყნებზე ჯაშუშობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები