ამერიკულმა ავიაციამ „ისლამური სახელმწიფოს“ კუთვნილი 800 მილიონი დოლარი გაანადგურა

„ისლამური სახელმწიფოს“ სხვადასხვა ობიექტის დაბომბვის შედეგად ამერიკულმა ავიაციამ ტერორისტული დაჯგუფების კუთვნილი 800 მილიონი აშშ დოლარი გაანადგურა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო მეთაურობის წარმომადგენელმა, პიტერ გერსტენმა შეატყობინა.
ამასთანავე, გენერალმა არ დააკონკრეტა, საიდან აქვს ამერიკულ მხარეს განადგურებული ფულის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია. პიტერ გერსტენმა ასევე განაცხადა, რომ ნაღდი ფულის ასეთი დიდი ოდენობის დაკარგვამ „ისლამურ სახელმწიფოში“ დეზერტირობის ფაქტები გაზარდა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ ბიუჯეტი დაახლოებით 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები