ტელეწამყვან სავიკ შუსტერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

უკრაინის სახელმწიფო ფისკალურმა სამსახურმა ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, სავიკ შუსტერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გადასახადების გამიზნულ გადაუხდელობის ფაქტზე აღძრა.
საქმე ასევე კომპანიის „სავიკ შუსტერ სტუდია“ თანამდებობის პირებსაც შეეხო. გავრცელებული ინფორმაციით, 2005 წლიდან შუსტერი მუდმივად უკრაინის ტერიტორიაზე ცხოვრობს, 2008 წელს საკუთარი სავალუტო ანგარიშზე მან პროცენტიანი ფინანსური სესხი 1,34 მილიონი ევროს ოდენობით მიიღო.
კრედიტორს ვალი შეთანხმებულ ვადებში ტელეწამყვანმა არ დაუბრუნა. გარდა ამისა, უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის ინფორმაციით, „შუსტერმა საგადასახადო ინსპექციას საცხოვრებელი მისამართით მიღებული შემოსავლის შესახებ დეკლარაცია არ წარადგინა და ფიზიკური პირებისგან შემოსავლის 2,1 მილიონ გრივნაზე მეტ თანხაზე (80 000 დოლარი – რაც განსაკუთრებულად დიდი თანხაა) გადასახადის გადახდისგან თავი აარიდა“.
ამ საქმის ფარგლებში ფისკალური სამსახური შუსტერის საგადასახადო შემოწმებას გეგმავს, ასევე რამდენად სრულადაა გადახდილი აღებული ვალის გადასახადები. რაც შეეხება „სავიკ შუსტერ სტუდიის“ თანამდებობრივ პირებს, დადგინდა, რომ 2012-2014 წლებში საერთო თანხაზე – 1,99 მილიონ გრივნაზე დღგ „შუსტერ Live“-ის ტელეგადაცემების საფასურის შემცირების ხარჯზე იყო შემცირებული. ამასთან, საგადასახადო გადაწყვეტილებების ადმინისტრაციული გასაჩივრების პროცედურა საგადასახადო ორგანოების სასარგებლოდ დასრულდა. 26 აპრილს დასაქმების სამსახურმა შუსტერს უკრაინაში მუშაობის ნებართვა გაუუქმა. შუსტერმა კი, თავის მხრივ, შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს მიმართ მკვეთრი გამონათქვამები გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები