ბაქომ ერევანი ყარაბაღში აკრძალული საბრძოლო მასალების გამოყენებაში დაადანაშაულა

სომხური მხარე ყარაბაღში დაპირისპირების ხაზზე საერთაშორისო კონვენციით აკრძალულ საბრძოლო მასალას იყენებს. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა.
„ყარაბაღში, დაპირისპირების ხაზზე, სომხური მხარის მიერ საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული საბრძოლო მასალებია გამოყენებული“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ამასთან, სამინისტროს ვებგვერდზე, უწყების მტკიცებით, სომხური მხარის მიერ გამოყენებული საბრძოლო მასალების ფოტოებია გამოქვეყნებული.
შეგახსენებთ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა 2 აპრილს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გამძაფრების შესახებ განაცხადეს. აზერბაიჯანის სამხედრო უწყების წარმომადგენლებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლის შესახებ ისაუბრეს, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ კი აზერბაიჯანული მხრიდან შეტევის შესახებ განაცხადა. 5 აპრილს მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გვამცნეს, თუმცა სროლის გაგრძელებაზე და სამშვიდობო შეთანხმების დარღვევებზე ორივე მხარე კვლავ საუბრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები