ტრამპმა აშშ-ის 5 შტატში გამართულ პრაიმერიზში გაიმარჯვა

აშშ-ის 5 შტატში – მერილენდში, პენსილვანიაში, დელავერში, კონექტიკუტში და როდ-აილენდში პირველად არჩევნებზე „რესპუბლიკური“ პარტიის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.
წინასწარი ინფორმაციით, მან თითოეულ შტატში ამომრჩეველთა ხმების 50% მიიღო. გასულ კვირას „რესპუბლიკური“ პარტიის კიდევ ორი კანდიდატი – ტედ კრუზი და ჯონ კეისიკი შეთანხმდნენ, რომ „რესპუბლიკელების“ ლიდერის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ითანამშრომლებენ. „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა პრაიმერიზი ოთხ შტატში მოიგო. მისმა მთავარმა კონკურენტმა ბერნი სანდერსმა როდ-აილენდში გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები