კუნძულ ლესბოსზე მიგრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა
საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მიგრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. მიგრანტების ცენტრში მყოფმა ადამიანებმა პოლიციას ქვები დაუშინეს. გარდა ამისა, მათ ნაგვის ბუნკერებს ცეცხლი მოუკიდეს. შეტაკების რამდენიმე მონაწილე დაშავდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. არეულობა მიგრანტების ბანაკში მაშინ დაიწყო, როდესაც ბანაკს საბერძნეთის და ჰოლანდიის მიგრაციის საკითხებში მინისტრები ეწვივნენ.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ანკარამ და ბრიუსელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საბერძნეთში არალეგალურად ჩასული მიგრანტების თურქეთში დაბრუნების შესახებ. ამან მიგრანტთა უმეტესობის პროტესტი გამოიწვია.