სააკაშვილი პოროშენკოს ოდესაში ნაციონალური გვარდიის ნაწილების შეყვანას სთხოვს (ვიდეო)

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ოდესაში ნაციონალური გვარდიის ნაწილების შეყვანა სთხოვა. ამის შესახებ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. სააკაშვილმა ქალაქში ბოლო მოვლენებით აღშფოთება გამოთქვა. მისი აზრით, ქალაქის ხელისუფლება არ ატარებს საკმარის ღონისძიებებს კონფლიქტის მოსაგვარებლად და პირიქით, პროვოკაციებს ხელს უწყობენ.
შეგახსენებთ, რომ სამშაბათს, გამთენიისას, ნიღბიანი პირების ჯგუფი ოდესის მერიასთან თავს დაესხა საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც ქალაქის მერის, გენადი ტრუხანოვის გადაყენებას ითხოვდნენ. რამდენიმე თავდამსხმელი დაკავებულია, ხოლო მერიასთან მოედანს სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები