სომხეთის პრეზიდენტმა სამი სამხედრო მაღალჩინოსანი გადააყენა

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განახორციელა. მან თანამდებობიდან სამი სამხედრო მაღალჩინოსანი გადააყენა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, თანამდებობიდან გადააყენეს: თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალიკ მირზაბეკიანი, კავშირის ძალების სარდალი კომიტას მურადიანი და სადაზვერვო სამმართველოს უფროსი არშაკ კარაპეტიანი. საკადრო ცვლილებების მიზეზები არ დაკონკრეტებულა. აპრილის დასაწყისში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტის განახლების გამო ურთიერთობები გამწვავდა, რაც ბოლო 20 წლის მანძილზე ყველაზე სერიოზული დაპირისპირება იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები