ინტერნეტში პარიზის ტერაქტის ამსახველი ახალი კადრები გავრცელდა (ვიდეო)

ინტერნეტში ახალი კადრები გავრცელდა, რომლებზეც პარიზში გასული წლის 13 ნოემბერს ერთ-ერთ კაფეში აფეთქების მომენტია გადაღებული. კადრებზე ჩანს თვითმკვლელი ტერორისტი იბრაჰიმ აბდესლამი, რომელიც ვოლტერის ბულვარზე კაფეში შედის. შემდეგ ის სახეზე ხელებს იფარებს, რის შემდეგაც ფეთქდება.
შეგახსენებთ, რომ პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების სერიის შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა და 350-ზე მეტი დაშავდა. 2016 წლის მარტში ბრიუსელში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს პოლიციამ პარიზის ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი სალაჰ აბდესლამი დააკავა. აბდესლამის დაკავებიდან რამდენიმე დღეში ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროპოლიტენში ასევე ტერაქტი მოხდა. რამდენიმე აფეთქების შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები