ჩავუშოღლუ – თურქეთი სირიის საზღვარზე ამერიკულ სარაკეტო სისტემებს განათავსებს

მიმდინარე წლის მარტში თურქეთი სირიის საზღვარზე ზალპური სისტემის ამერიკულ რეაქტიულ სისტემებს განათავსებს. Haber Turk-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
„ჩვენი მიზანია „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებისგან“ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მენბიჩის რეგიონის გათავისუფლება. თურქული არტილერიის მოქმედების მანძილია 40 კილომეტრი. ამერიკული სისტემები HIMARS კი 90 კილომეტრის მანძილზე მოქმედებს“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
მისი თქმით, ამ გზით შესაძლებელი გახდება იმ ზონის დახურვა, სადაც „ისლამური სახელმწიფო“ მოქმედებს, ეს კი, ჩავუშოღლუს თქმით, სირიის ზომიერ ოპოზიციას ამ რეგიონის დაკავების საშუალებას მისცემს. მენბიჩის რეგიონი 98-კილომეტრიანი ზონაა ქალაქ ფრინსა და ჯარაბლუსს შორის. თურქეთი ამ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზონის შექმნას მოითხოვს, რომლის მეშვეობითაც „ისლამური სახელმწიფო“ მის საზღვრებს მოშორდება და ტერორისტებს თურქული ქალაქების დაბომბვის საშუალება აღარ ექნებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები