მიხეილ კასიანოვის პარტიის წევრი რუსულ ჯარში ძალით წაიყვანეს

რუსეთის ოპოზიციური პარტია „პარნასის“ პოლიტსაბჭოს წევრი მიხეილ კონევი ჯარში ძალით წაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია „პარნასის“ ლიდერმა მიხეილ კასიანოვმა გაავრცელა. „პარნასის“ ინფორმაციით, კონევი დღეს ოსტანკინოს რაიონის სამხედრო კომისარიატთან დააკავეს, ძალით ჩასვეს მანქანაში და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს. მიხეილ კასიანოვის თქმით, კონევი კომისარიატში უწყებით გამოცხადდა. „პარნასის“ ლიდერი ამბობს, რომ კომისარიატმა ძველი გადაწყვეტილება გააუქმა, რომელიც მიხეილ კონევისთვის ჯარში მსახურის გადავადებას გულისხმობდა. პირდაპირ სამობილიზაციო პუნქტიდან კონევი გაიტაცეს და ამჟამად მისი ადგილსამყოფელი უცნობია. კასიანოვი ამბობს, რომ მიხეილ კონევს ჯარში ძალით გაწვევით არაერთხელ დაემუქრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები